ახალი ამბებიეკონომიკა

სახელმწიფო amazon-ის მსგავსი პლატფორმის შექმნას გეგმავს

7 თებერვალი, 2018 • 3982
სახელმწიფო amazon-ის მსგავსი პლატფორმის შექმნას გეგმავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2018 წლის მაისში საქართველოს ფოსტა ელექტრონული კომერციის ახალ პლატფორმას აამოქმედებს.

მისი თქმით, ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით მოსახლეობა, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ შეუკვეთონ ან აპლიკაციის მეშვეობით გაყიდონ პროდუქცია და მომსახურეობა. პროდუქციისა და მომსახურების ყიდვა-გაყიდვა საქართველოს ფოსტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოხდება. მინისტრმა ელექტრონული კომერციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ელექტრონული ვაჭრობა ბიზნესს უადვილებს, გაყიდოს საკუთარი პროდუქცია.

არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს იმის, თუ როგორ შეცვალეს ელექტრონული კომერციის სხვადასხვა კომპანიებმა მომხმარებელთა სავაჭრო კულტურა და ქცევა და დღეს ეს კომპანიები მსოფლიო გიგანტებად არიან წარმოდგენილიმაგალითად, ebay.com, amazon.com, Alibaba და .. მარტო 2017 წლის 11 ნოემბერს, 24 საათის განმავლობაში ჩინური პლატფორმის,ალიბაბასონლაინ მაღაზიაში გაიყიდა 25.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია,”-აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი. 

“საქართველოს ფოსტა” სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომელიც საფოსტო მომსახურების ახორციელებს. amazon კერძო კომპანიაა, რომელიც 1994 ჯეფ ბეზოსმა დააფუძნა. Bloomberg-ის თანახმად, amazon ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა მსოფლიოში. 2017 წელს კომპანიის შემოსავალი 17. 5 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ebay ამერიკული კომპანიაა.  Alibaba, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი, ინგლისურის ყოფილმა მასწავლებელმა ჯეკ მამ 1999 წელს დააფუძნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი