ახალი ამბები

ექიმი: დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

7 თებერვალი, 2018 • 3583
ექიმი: დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკა ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ ექიმები სიტუაციას აკონტროლებენ.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოყვანილი იქნა პაციენტი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. გულმკერდის მარცხენა ნახევარში გამჭოლი ჭრილობა იყო, ჰქონდა ჰემორაგიული შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუყოვნებლივ აყვანილია საოპერაციო ბლოკში. ახლა მიმდინარეობს ოპერაცია, ძირითადი ეტაპები ფაქტიურად დასრულებისკენაა. შემდეგ მკურნალობა გაგრძელდება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ამ ეტაპზე მდგომარეობას ვაკონტროლებთ, მის მდგომარეობას შეიძლება დაერქვას სტაბილურად მძიმე. პაციენტი ანესთეზიის ქვეშაა”,- განაცხადა ექიმმა ჟურნალისტებთან” საუბრისას.

დღეს, 7 თებერვალს, მხედრიონის ყოფილი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. შემთხვევის შედეგად მისი შვილი გრიგოლ გუგეშაშვილი დაიღუპა.

“დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ-ს და მის შვილს, 1985 წელს დაბადებულ გ.გ-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი