ახალი ამბები

შსს-ს ადასტურებს, რომ დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს

7 თებერვალი, 2018 • 4628
შსს-ს ადასტურებს, რომ დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს

შინაგან საქმეთა სმაინისტრო ადასტურებს, რომ დოდო გუგეშაშვილი თავის სახლში ჩაცხრილეს. შსს-ს ცნობით, სახლში მყოფი მეორე პირი, რომელიც მისი შვილია, დაიღუპა.

“დღეს მიღებული შეყტობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ-ს და მის შვილს, 1985 წელს დაბადებულ გ.გ-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცოხვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე, მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით”, – აცხადებენ შსს-ში.

დოდო გუგეშაშვილი

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაჯგუფება მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, დოდო გუგეშაშვილი ცოტა ხნის წინ თბილისში, საკუთარ სახლში შვილთან ერთად ჩაცხრილეს.

ამ წუთებში გუგეშაშვილს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ოპერაცია უტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი