ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ბრიუსელმა საწარმოების სერტიფიცირებაზე პრინციპული თანხმობა გასცა

7 თებერვალი, 2018 • 1297
კვირიკაშვილი: ბრიუსელმა საწარმოების სერტიფიცირებაზე პრინციპული თანხმობა გასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან შეხვედრის დროს ცალკეული ქართული საწარმოებისთვის სერტიფიცირების საკითხი განიხილეს, რაზეც ქართულმა მხარემ პრინციპული თანხმობა მიიღო. როგორც გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, მსგავსი სერტიფიკატი საწარმოებს საშუალებას მისცემს, ევროპის ბაზარზე ნაწარმი გაიტანონ მანამდე, ვიდრე ქვეყანაში სისტემური რეფორმები განხორციელდება.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საწარმოებისთვის, მოტივაციის კუთხით, რათა სხვა საწარმოებმაც შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენება” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ასოცირების საბჭოს შეხვედრის ფარგლებში იმყოფებოდა. როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შეხვედრები ნაყოფიერი გამოდგა, სადაც არაერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი