ახალი ამბები

ანონსი – 7 თებერვალი

7 თებერვალი, 2018 • 1448
ანონსი – 7 თებერვალი

წარმოგიდგენთ 7 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. მის.: ინგოროყვას ქ. #7

11 საათზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კონფერენციას მართავს. ღონისძიებაზე დაგეგმილია იმ მასშტაბური პროექტის დაანონსება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში გრანტის სახით 68 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის ინვესტირება მოხდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების გახორციელებლად. ადგილი: სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტი”.

11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება. ადგილი: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.

12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით მიღება გაიმართება, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სტუდენტები, პროფესორები, უცხოელი სტუმრები დაესწრებიან. ადგილი: პრეზდენტის სასახლე. მისამართი: მ. აბდუშელიშვილის ქ. 1.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ადგილი: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.

13:00 საათზე, “თავისუფალი საქართველოს” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ ომანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “ქართული ოცნების” 8 დეპუტატს მოქალაქეობას ჩამოართმევენ. მისამართი: ონიაშვილის ქ. #80. საკონტაქტო ტელეფონი: 598240243.

მასალების გადაბეჭდვის წესი