ახალი ამბებისამართალი

შსს – ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში 2 ბრალდებულია დაკავებული

7 თებერვალი, 2018 • 1836
შსს – ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში 2 ბრალდებულია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ლ.ყ-მ, თანმხლებ პირთან – გ.ჭ-სთან ერთად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1980 წელს დაბადებულ დ.ქ-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს: 1988 წელს დაბადებული ლ.ყ. თბილისში, ხოლო 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი