შსს: კოჯრის ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ოცმეთაური იყო

შსს ცნობით, 4 თებერვალს კოჯრის ტყეში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ოცმეთაური იყო.

გარდაცვლილის ოჯახმა პოლიციას 28 იანვარს მიმართა. ოჯახის განცხადებით, ახალგაზრდა კაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. უწყების ცნობით, გარდაცვლილის  ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.