სამი წლის წინ გახსნილ ფოთის თეატრში ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა

ფოთის თეატრში, რომელიც 2014 წელს გაიხსნა. ჭერის ფრაგმენტი ჩამინგრა. როგორც ფოთის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

ფოთის თეატრის ადმინისტრაცია შიშობს, რომ ჭერი შესაძლოა ხვა ადგილებშიც ჩამოვარდეს, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, დაზიანებული უბნების შეკეთებამდე კულტურის სამინისტროს სთხოვოს თეატრის ფუნქციონირების შეჩერება:

შენობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვები ფოთის თეატრის პერსონალს აქამდეც ჰქონდა. შენობის შემოწმებასა და რეაბილიტაციას ადმინისტრაცია დიდი ხანია ითხოვს. ამ საკითხზე “ფეისბუკ” გვერდზე განცხადებაც გავრცელდა:

“შენობას სჭირდება სასწრაფო ექსპერტიზა და რეაბილიტაცია. თეატრის შენობის პრობლემებზე ინფორმირებულია კულტურისა და სპორტის სანიმისტრო, ფოთის მერია და სამშენებლო კომპანია, რომელიც აწარმოებდა ფოთის თეატრის შენობის სამშენებლო სამუშაოებს.

შენობა ექსპუატაციაში მიღებულია 2014 წელს. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ფოთის მერიასა(სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი) და სამშენებლო კომპანიას შორის არის დადებული, სამშენებლო კოპანია ვალდებულია 5 წლის განმავლობაში გამოასწოროს ყველა გამოვლენილი ხარვეზი. უმოკლეს დროში ველოდებით თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობთან დაკავშირებით პროცესების დაწყებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმოდოდ ჩვენი შეხედულებისამებრ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალების გამოყენებით” – ამბობდა თეატრის პერსონალი. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.