ახალი ამბებისამართალი

ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

6 თებერვალი, 2018 • 2531
ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

დღეს, 6 თებერვალს, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აქტივისტი დააკავეს გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე მოსამართლის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილების შემდეგ, როცა სასამართლოს შენობას აგური ესროლა.

როგორც ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიერ საპატიმროში გატარებული 14 დღე არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გლდანში და სხვა ციხეებში იხდიან უდანაშაულო ადამიანები – ნარკოტიკულ დანაშაულზე მსჯავრდებული პირები. აქტივისტმა მაგალითად მოიყვანა გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება, რამაც შემდგომში მისი ადმინისტრაციული პატიმრობა განაპირობა:

[red_box]”არ ვნანობ ჩადენილ საქციელს და მგონია, რომ დღვანდელი სასამართლო სისტემა იმ კანონებით, როგორც  ის სჯის, იმსახურებს მსგავს ქმედებებს.”[/red_box]

თეთრი ხმაურის მოძრაობა კვლავ აგრძელებს ნარკოპლიტიკის შეცვლითვის ბრძოლას და იმ კანონპროექტის დაცვას, რომელიც თვეებია პარლამენტშია შეტანილი. ისინი იმედოვნებენ, რომ პარლამენტარები ისეთ კანონმდებლობას მიიღებენ, რომელიც რადიკალურად გააუმჯობესებს ქვეყანაში ამ ნარკოპოლიტიკას.

[red_box]ბახალას საქმე[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი