დეპუტატმა ნინო წილოსანმა მშობლისგან საჩუქრად 100 000 ლარი მიიღო

საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა 2017 წელს მშობლისგან საჩუქრად 100 000 ლარი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, წილოსანს ნაღდი ფულის სახით 12 000 ლარის დანაზოგი აქვს.

2017 წლის განმავლობაში, დეკლარაციის მიხედვით, წილოსანმა შპს “მკურნალი 2002-დან”, რომელშიც 52%-იან წილს ფლობს, 30 000 ლარი მიიღო შემოსავლის სახით, საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის სახით კი 55 485 ლარი დაერიცხა. იჯარის ხელშეკრულებებით 36 955 აშშ დოლარის, 780 ლარისა და 1180 ლარის შემოსავალი მიიღო.

შვილების სწავლის გადასახადში წლის გნამავლობაში პარლამენტის წევრმა, ჯამში, 65 442 ლარი დახარჯა. წილოსანს სამი შვილი ჰყავს. მათგან უფროსი 15 წლისაა, უმცროსი კი, 6 წლის.

ნინო წილოსანის მამის კომპანიას პროკრატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას ედავება.   როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.