ახალი ამბებისამართალი

“ციანიდის” და “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეები უვადოდ დანიშვნის მოლოდინში

6 თებერვალი, 2018 • 4800
“ციანიდის” და “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეები უვადოდ დანიშვნის მოლოდინში

მიმდინარე კვირაში, 6, 7 და 8 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ დანიშვნის მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებებს ჩაატარებს. დღევანდელამა, 6 თებერვლის გასაუბრებამ დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.

უვადოდ დანიშვნა 51 მოსამართლეს სურს. დღეს, 6 თებერვალს, საბჭო 17 მათგანს გაესაუბრა. უვადოდ დასანიშნ მოსამართლეებს შორის არიან სხვადასხვა გახმაურებული საქმის მოსამართლეებიც.

[tabs tab1=”6 თებერვალი” tab2=”7 თებერვალი” tab3=”8 თებერვალი”]

[tab id=1]

  1. მსხილაძე ლილი
  2. ავალიშვილი ლია
  3. ბებიაშვილი მიხეილი
  4. ბერეკაშვილი დიანა
  5. ბოლქვაძე ხათუნა
  6. გვარამია ლევანი
  7. გიორგიშვილი გოდერძი
  8. გოგინაშვილი გიორგი
  9. გოცირიძე გურამ
  10. გოცირიძე კობა
  11. გუნცაძე შორენა
  12. გუჯაბიძე ნათია
  13. ზარქუა ნონა
  14. ზარქუა ირინა
  15. აბჟანდაძე დალი
  16. კაპანაძე მანუჩარი
  17. კეკენაძე დავითი

[/tab]
[tab id=2]

1. კვარაცხელია ზოია
2. კვაჭანტირაძე ინგა
3. ნადარაია რევაზ
4. კოხრეიძე ასმათ
5. ლუაშვილი ქეთინო
6. ლომიძე მერაბ
7. მამულაშვილი ლეილა
8. თოდუა ილონა
9. მგელაძე ნუგზარ
10. პართენიშვილი ეკატერინე
11. დგვარელი თეიმურაზ
12. ყიფიანი ივანე
13. ნიკურაძე შოთა
14. ონიანი ნინო
15. ოქროპირაშვილი მალხაზ
16. კიკილაშვილი ხვიჩა
17. პერანიძე ირმა

[/tab]
[tab id=3]

1. სვანიძე თეიმურაზ
2. სირაძე შოთა
3. მაისურაძე გიორგი
4. ოსაძე ელენე
5. სირბილაძე ცისანა
6. ფარეიშვილი თეიმურაზ
7. მჭედლიშვილი შალვა
8. ბონდარენკო ირაკლი
9. ღლონტი ივანე
10. შავაძე ირაკლი
11. ჩანტლაძე მადი
12. ჩოხელი მანანა
13. ცანავა ლელა
14. მოსიძე ციცინო
15. ხორავა რომან
16. ჭალიძე ნინო
17. ცისკარიძე ეკატერინე

[/tab]

[/tabs]

თბილსისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძე 2015 წელს ტელეკომპანია “იმედის” საქმიდან თავისივე კოლეგიის წევრმა ორმა მოსამართლემ აიცილა, რადგანაც თავად მსხილაძემ  თვითაცილება საჭიროდ არ ჩათვალა. ამავე სასამართლო პროცესზე იგი არ დაეთანხმა ადვოკატების შუამდგომლობასთან დაკავშირებით კოლეგიის წევრი მოსამართლის მიერ მიღებილ გადაწყვეტილებას და ისინი “ცუდი პრეცედენტის” შექმნაში დაადანაშაულა. ამ განცხადებს გამო მოსამარღლეთა სადისციპლინო კოლეგიამ ლილი მსხილაძეს  დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – საყვედური დაეკისრა.

არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის სახელი. 2012 წლის 9 ნოემბერს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე გიორგი გოგინაშვილმა ბაჩო ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2013 წლის 9 თებერვალს შს პრესსამსახურის ყოფილ უფროსს, გურამ დონაძეს 25 ათსი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

2014 წლის 4 ივლისს გიორგი გოგინაშვილმა მიიღო გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება, რასაც საქალაქო სასამართლოში არეულობა მოჰყვა, რის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის, მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი.

უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, კობა გოცირიძემ 2012 წლის 10 აგვსიტოს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა,  ამავე პერიოდში მანვე დააკისრა “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს რეკორდულ ოდენობის ჯარიმა – 126 მილიონი ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 2018 წელს 0.3726 გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის “ბახალა” (გიორგი გიორგანაშვილი) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს გადაწყვეტილება იურისტების კრიტიკის მიზეზი გახდა.

ნათია გუჯაბიძე სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო. სააპელაციო სასამართლოს პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მანუჩარ კაპანაძე იყო “კაბელების საქმის” განმხილველი პალატის მოსამართლე სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ “კაბელების საქმეზე” ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ პრეზიდენტმა ამ საქმის ხუთივე მსჯავრდებული შეიწყალა. ამჟამად მანუჩარ კაპანაძე სააპელაციო სასამართლოში “ციანიდის საქმეს” განიხილავს.

ილონა თოდუა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2012-2016 წლებში. 2018 წელს იგი იყო სააპელაციო სასამართლოს პალატის წევრი, რომელიც მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას იხილავდა. სასამართლომ ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი