ახალი ამბებიეკონომიკა

შსს თანამშრომლების დაზღვევაში “იმედი L” -ს 16 მილიონ ლარზე მეტს გადაუხდის

6 თებერვალი, 2018 • 7134
შსს  თანამშრომლების დაზღვევაში “იმედი L” -ს 16 მილიონ ლარზე მეტს გადაუხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლების დ ამათი ოჯახის წევრების დაზღვევაში 16 148 326 ლარს დახარჯავს. ტენდერი სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-მა მოიგო, რომელთანაც სამინისტრომ, ისევე როგორც სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებმა, კონტრაქტები უკვე გააფორმეს.

იმედი L-მა  შსს-ს დაახლოებით 24 669 თანამშრომელი დააზღვია.  უხეში დათვლით უწყება ერთი თანამშრომლის დასაზღვევად დაახლოებით 54 ლარს დახარჯავს.

კომპანია სამინისტროს სადაზღვევო სერვისს ერთი წლის განმავლობაში მიაწვდის.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის თავდაპირველი ღირებულება 17 761 680 მლნ ლარი იყო.  ტენდერში ასევე მონაწილეობდნენ “პსპ დაზღვევა” და ჯი პი აი ჰოლდინგი. სადაზღვევო სერვისი შსს-ს ყველაზე იაფად იმედი L-მა  შესთავაზა. შსს-ს თანამშრომლების დაზღვევაში “პსპ დაზღვევამ” 17 465 652 ლარი მოითხოვა, ჯი პი აი “ჰოლდინგმა” -17 მლნ ლარი, იმედი L-მა- 16 148 919.

2017 წელს შსს-ს თანამშრომელებს პსპ აზღვევდა.

“იმედი L” საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კუთვნილი კომპანიაა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი BGEO ჯგუფის წევრია, რომელიც საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანიაა. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში მაღალ თანამდებობას იკავებს ირაკლი გილაური, რომელიც საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი