ახალი ამბებიეკონომიკა

აზიის სამი ქვეყანა, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი 2018 წლის იანვარში გაორმაგდა

5 თებერვალი, 2018 • 3485
აზიის სამი ქვეყანა, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი 2018 წლის იანვარში გაორმაგდა

2018 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აზიის სამ ქვეყანაში – ყაზახეთში, ჰონგ–კონგსა და იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი გაორმაგდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 18%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებულია 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31% შეადგინა.

ქვეყნები, სადაც ღვინის ექსპორტი გაიზარდა:

  • ყაზახეთი – 108% (220 776)
  • ჰონგ-კონგი 100% (15 486)
  • იაპონია – 95% (26 892)
  • ლატვია – 90% (116 226)
  • უკრაინა – 55%(624 030)
  • რუსეთი – 24% (3 534 780)
  • პოლონეთი – 13% (177 018)
  • ისრაელი – 12% (19 680)
  • ნიდერლანდები – 39% (2 248)

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:

  • რუსეთი  (3 534 780)
  • უკრაინა (624 030)
  • ჩინეთი  (250 238)
  • ყაზახეთი  (220 776)
  • პოლონეთი (177 018)

სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 70-მდე კომპანიამ განახორციელა. იანვარში ექსპორტირებულია 1,06 მლნ ბოთლი ბრენდი და 8,2 ათასი ბოთლი ჭაჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი