ალიევმა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოულოდნელად მოაწერა ხელი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ განკარგულებას.

განკარგულების შესაბამისად, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს ჩატარდება.

მმართველი “ენი აზერბაიჯანის” პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი კვლავ ქვეყნის ლიდერი ილჰამ ალიევი იქნება. ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად პირველად 2003, შემდეგ კი 2008 და 2013 წლებში აირჩიეს.

ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ასევე გამოთქვეს პარტია “მუსავატის” ყოფილმა თავმჯდომარემ ისა გამბარმა, პარტია “განვითარების” ლიდერმა ალი ალიევმა და აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის ლიდერმა მირმაჰმუდ მირალიოღლუმ.

აზერბაიჯანის საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპრეზიდნეტო არჩევნები 2018 წლის 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. აზერბაიჯანის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მომავალ პრეზიდენტს უკვე შვიდი წლის ვადით აირჩევენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი