ახალი ამბები

თბილისში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

5 თებერვალი, 2018 • 1510
თბილისში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღი მოკლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების პრესსამსახურის თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები, გამოძიება კი 108-ე (განზრაღ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შსს სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი