ახალი ამბები

თბილისში სამ ტრანსგენდერ ქალს სცემეს

4 თებერვალი, 2018 • 2584
თბილისში სამ ტრანსგენდერ ქალს სცემეს

ტრანსგენდერი ქალის განცხადებით, გუშინ ღამით თბილისში მას და სხვა ორ ტრანსგენდერ ქალს სცემეს. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, ჯერ ის, მოგვიანებით კი მის დასახმარებლად მისული ორი მეგობარიც მასთან ერთად სცემეს. ტრანსგენდერი ქალის თქმით, მას და მის მეგობრებს ორი უცნობი კაცი დაესხა თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ 126-ე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი