ახალი ამბები

შსს აქციას “არა ჩადებას” შეუერთდა

4 თებერვალი, 2018 • 2550
შსს აქციას “არა ჩადებას” შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე ცოტა ხნის წინ სტატუსი გაჩნდა ჰაშთაგით “არა ჩადებას”. უწყების პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ ქმედებით შსს შეუერთდა აქციას “არა ჩადებას”. კითხვას, აქციის სოლიდარობით აღიარებს თუ არა უწყება, რომ ჩადებები ხდებოდა, შსს-ს პრესსამსახურში არ პასუხობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინა დღეს, პირადი ჩხრეკისას პოლიციელებმა ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს დავით ხარშილაძეს 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოუღეს. დავით ხარშილაძე წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფდა და აცხადებდა, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს. მას ბრალი საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წაუყენეს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ დანაშაულს ნიშნავს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. 2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ  დავით ხარშილაძე უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი