ახალი ამბებიეკონომიკა

GNCC-მ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერი ჩაშალა

4 თებერვალი, 2018 • 1969
GNCC-მ ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემის შესყიდვის ტენდერი ჩაშალა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტის ხარისხის საზომი სისტემის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი ჩაშალა. კომისიას 267 857 ლარის ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. “საერთაშორისო გამჭვიროვალობა-საქართველოს” განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ტენდერი მორგებულია კომპანია Visualware, Inc-ზე, რადგან ხელშეკრულების პროექტის ტექსტში პირდაპირ მითითებულია ტენდერში  მონაწილე კომპანიის, Visualware, Inc-ის მაიდენტიფიცერებადი ინფორმაცია. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტენდერის ჩაშლის მიზეზად ტექნიკურ შეცდომას ასახელებს.

“კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები, რომელიც ხასზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური სახის იყო და სატენდერო დოკუმენტის არსებით ნაწილთან კავშირი არ ჰქონდა. ამ ტექნიკური შეცდომის გამო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნულ ტენდერს ჩაშლილად აცხადებს,”-წერია კომიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

TI-ის ცნობით, ხელშეკრულების პროექტის ხელმოსაწერ ადგილას მითითებულია კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებელი პირის ინიციალები. ჰენრი ჩარლზ ჰარისი, რომელიც ხელშეკრულების დრაფტში წერია, კომპანია Visualware-ის აღმასრულებელი დირექტორია.

“საერთაშორისო გამჭვიროვალობა-საქართველოს” შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში დაირღვა საჯარო შესყიდვების ღიაობისა და კონკურენტუნარიანობის პრინციპები. TI-ში განმარტავენ, რომ ტენდერი ასევე შეიძლება შეიცავდეს დანაშაულის შესაძლო ნიშნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი