ცოცხალი თევზები სუპერმარკეტ “კარფურის” იატაკზე [ვიდეო]

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე კარფურში თევზების რეზერვუარი გასკდა და ცოცხალი თევზები მაღაზიის იატაკზე მიმოიფანტა – ინფორმაციას და ვიდეოს “ფეისბუკის” მომხმარებელი, მეგი პირველი საჯაროდ ავრცელებს.

“გვერდით ჩავუარე და ორ წუთში მინა გასკდა”, – წერს ის.

ნეტგაზეთი “კარფურის” ვაკის ფილიალთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა, ზარს არ პასუხობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი