ახალი ამბები

წულუკიანი: რელიგიის თავისუფლების დაცვაზე 10 წელი ვმუშაობდი

2 სექტემბერი, 2013 • 1471
წულუკიანი: რელიგიის თავისუფლების დაცვაზე 10 წელი ვმუშაობდი

“რელიგიის თავისუფლება არის ის ერთ–ერთი თავისუფლება, რომლის დაცვისთვის მე ათი წელი ვმუშაობდი ევროპულ სასამართლოში და ჩემი ხელით არაერთი გადაწყვეტილებაა დაწერილი, რომელიც საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს იცავს.

 

უბრალოდ, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი მიდგომა რელიგიური თემებისადმი, სიმშვიდე და ინტერრელიგიური დიალოგი, უფრო ჯანსაღი, ძლიერი და აქტიური. რელიგიებს, როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას და სახელმწიფოს შორის დიალოგი უნდა შედგეს, ყოველგვარი ემოციების გარეშე, რადგან როგორც მუსლიმები, ისე ქრისტიანები და სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები ამ ქვეყნის შვილები ვართ ყველა, ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ როგორ უზრუნველვყოფთ თითოეული ჩვენგანის რელიგიის თავისუფლებას, ამაზე უნდა იყოს ინფორმაციების ურთიერთგაცვლა–გამოცვლა და გადაწყვეტილების მიღების შეჯერება.

მე ვამბობ კიდევ ერთხელ, ის, რაც მოხდა ჭელაში, ეს ფორმა იყო ჩემთვის მიუღებელი, რომ ყოფილიყო ის ჯანსაღი გაცვლა–გამოცვლა ინფორმაციის, ეს არ მოხდებოდა. ამიტომ მე ამისკენ მოვუწოდებ ყველას, ემოციების გარეშე ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რაც გვაწუხებს”, – განაცხადა წულუკიანმა დღეს, 2 სექტემბერს, უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი