ახალგაზრდა კაცი, რომელიც პეკინზე შიშველი გადაადგილდებოდა, 200 ლარით დააჯარიმეს

ახალგაზრდა კაცი, რომელიც დღეს პეკინის ქუჩაზე შიშველი მოძრაობდა, საპატრულო პოლიციამ შეაჩერა და 200-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. მოქალაქე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლით დაჯარიმდა.

სამართალდამცველებს მოქალაქემ განუმარტა, რომ დღეს უბრალოდ ტიტველი სიარული მოუნდა და იმიტომ გამოვიდა ქუჩაში ტანსაცმლის გარეშე. საპატრულო პოლიციისთვის მას წინააღმდეგობა არ გაუწევია და გამოწერილ ჯარიმასაც ადეკვატურად შეხვდა.

როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, პოლიციამ ახალგაზრდა კაცი მყისიერად შეამჩნია და შეაჩერა.

ქავერის ფოტო: მარი ბიფროსტი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.