ახალი ამბები

საქართველოში Zara Home-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

2 თებერვალი, 2018 • 2933
საქართველოში Zara Home-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

საქართველოში Zara Home-ის პირველი მაღაზია თბილისი მოლში გაიხსნა. როგორც “ნეტგაზეთს” თბილისი მოლის პრესსამსახურში უთხრეს, მომხმარებელს მაღაზიის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის ყიდვა დღეიდან შეეძლება.

ინდიტექს ჯგუფში შემავალი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და დეკორის საბრენდო მაღაზია მომხმარებელს შესთავაზებს ბრენდის სრულ კოლექციას, რომელიც მოიცავს თეთრეულს, მაგიდისა და აბაზანისთვის საჭირო ტექსტილს, ავეჯს, ჭურჭელს, სახლის სამოსს, სხეულის მოვლის საშუალებებსა და დეკორის სხვა ნივთებს.

საქართველოში ეს Zara Home-ის პირველი მაღაზიაა. ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი