10.00 – ტექნოპარკში (ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა N7), გაიმართება ვორქშოპი სახელწოდებით „ინტერნეტზეხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში&ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრი.“ ღონისძიებას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.
10:30 – საია ანაგრიშის: „საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის შეფასება“ პრეზენტაციას გამართავს.
მის: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“
10:30 – შინაგან საქმეთა სამინისტროს იაპონიის მთავრობა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანების გადასცემს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გახსნიან. მისამართი: ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზა.
11:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ვეტერანთა კავშირის წევრი ალექსანდრე ლომიძე და ყოფილი სამხედრო პოლიციის თანამშრომელი შოთა მათითაიშვილი გამართავენ პრესკონფერენციას
თემა: ჯარში ახალწვეულებზე ძალადობა. მოუწოდებენ ყველა პასუხისმგებელ პირს დაინტერესდნენ საკითხით და დაიწყონ გამოძიება
14:00 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და სს „ნიკორა“ ტრეიდისაღმასრულებელი დირექტორი დავით ურუშაძე, კომპანიის ბაზაზე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების/დუალური პროგრამების განხორციელების მიზნით,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მისამართი: უზნაძის ქ. #52