ახალი ამბები

თსუ-ის საიუბილეო მონეტა 5 ლარის ნომინალით 95 ლარი ეღირება

1 თებერვალი, 2018 • 4214
თსუ-ის საიუბილეო მონეტა 5 ლარის ნომინალით 95 ლარი ეღირება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის საიუბილეო მონეტა გამოუშვა. ვრცხლის საკოლექციო მონეტა დღეს, 1 თებერვალს ბანკის დირექტორმა კობა გვენეტაძემ თსუ-ის რექტორთან და მონეტის დიზაინერთან ერთად წარადგინა.

მონეტა 15.5 გრამს იწონის, დიამეტრი კი 33 მილიმეტრს შეადგენს. დღეიდან  მისი შეძენა 95 ლარად იქნება შესაძლებელი როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ისე ყვარლის ფულის მუზეუმსა და ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე .

5 ლარის ნომინალის მონეტის ესკიზის შესარჩევად ღია კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც დიზაინერმა ნინო გოგუაძემ გაიმარჯვა. ის ესპანეთის სამეფო ზარაფხანაში 1500-იანი ტირაჟით მოიჭრა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100 წელი 2018 წლის 8 თებერვალს უსრულდება.

საიუბილეო მონეტა თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ფოტო: ეროვნული ბანკი

საიუბილეო მონეტა თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ფოტო: ეროვნული ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი