ახალი ამბები

დაგვიანების გამო მინისტრი ბრიტანეთში თანამდებობიდან გადადგა

1 თებერვალი, 2018 • 19395
დაგვიანების გამო მინისტრი ბრიტანეთში თანამდებობიდან გადადგა

BBC -ის ცნობით, ლორდთა პალატის წევრი მინისტრი თანამდებობიდან სამსახურში დაგვიანების გამო გადადგა.

ლორდმა ბეიტსიმ განაცხადა, რომ რცხვენია,  რადგან სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდა, როცა ბარონესა ლისტერის კითხვებისთვის უნდა ეპასუხა. მან დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს სთხოვს, დაგვიანების გამო გადააყენოს მინისტრის თანამდებობიდან.

კოლეგები მის გადარწმუნებას ცდილობდნენ, თუმცა, უშედეგოდ. ბარონესა ლისტერმაც განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდა საკმარისია და გადადგომა საჭირო არ იყო.

ლორდი ბეიტსი საერთაშორისო განვითარების მინისტრია და კონსერვატიული პარტიიდან პარლამენტის წევრი იყო. იგი ლორდთა პალატის შეკრებაზე 15 :00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

“5 წლის მანძილზე ჩემთვის პატივი იყო, თქვენი კითხვებისთვის მეპასუხა მთავრობის სახელით. ყოველთვის მჯეროდა, რომ ხელისუფლება ყველაზე მაღალ შესაძლო სტანდარტს უნდა აწესებდეს და პატივისცემით უნდა პასუხობდეს ლეგიტიმურ შეკითხვებს საკანონმდებლო ორგანოდან. ძალიან მრცხვენია, რომ ჩემს ადგილას არ ვიყავი საჭირო დროს და მივმართავ პრემიერ-მინისტრს, გადამაყენოს. ბოდიში ვიხდი”

ლორდ ბეიტსის ამ განცხადებას დარბაზში მყოფების შეძახილი მოჰყვა, რომ არ უნდა გადადგეს, თუმცა ლორდმა ოთახი დატოვა. მას ბრექსითის შესახებ შეკითხვებზე უნდა ეპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი