თბილისის ერთი ბაგა-ბაღის სამი აღსაზრდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

დღეს, 31 იანვარს, შუადღისას თბილისის ერთი ბაგა-ბაღის ხუთ აღსაზრდელს ერთდროულად დაეწყო ღებინება, რის გამოც სამი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს – ამის შესახებ ნეტგაზეთს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში განუცხადეს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბავშვს, სააგენტოში განაცხადეს, რომ ისინი თავიანთმა ოჯახებმა წაიყვანეს.

სააგენტოს ცნობითვე, საავადმყოფოში გადაყვანილ სამივე აღსაზრდელს სავარაუდოდ დღესვე გამოწერენ, რადგან მათ ჩაუტარდათ გამოკვლევა, გაუკეთეს გადასხმა და თავს უკეთ გრძნობენ.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუ რამ გამოიწვია ბავშვების შეუძლოდ გახდომა. სააგენტოს პრესსამსახურის განცხადებით, საკვები პროდუქტი, რომელიც ბავშვებმა მიიღეს, ლაბორატორიულ ანალიზზეა გადატანილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი