“გალერია თბილისთან” ნიკო გომელაურის სკულპტურა დააზიანეს

“გალერია თბილისის” რეკონსტრუქციისას ნიკო გომელაურის ძეგლი დაზიანდა, მერია აცხადებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

შსს–დან განგვიცხადეს, რომ უწყებაში არ შესულა შეტყობინება. კითხვაზე, რატომ არ არის საკმარისი რეაგირებისთვის მედიაში გავცრელებული ინფორმაცია, პასუხობენ, რომ თუ რამე შეიცვლება, შეგვატყობინებენ.

სკულპტურის ავტორმა როკო ირემაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკულპტურა დაზიანდა. მისი თქმით, სკუპლტურა ე.წ. “ბალგარკით” არის მოჭრილი და მისი აღდგენა შეუძლებელია.

“ახალი [სკულპტურა] უნდა გაკეთდეს და ვანდალები დაჯარიმდნენ”, – ამბობს როკო ირემაშვილი.

“ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ინსპექტორები მივიდნენ და ფოტოფაქტები დაააფიქსირეს.

“ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონს გვერდს არ ავუვლით, ვინც არ უნდა იყოს”, – განგვიცხადეს მერიიდან.

ჩვენ დავუკვშირდით “გალერია თბილისს”,  სადაც გვითხრეს, რომ დეტალებს არკვევენ და მოგვიანებით დაგვიკავშირდებიან.

მწერლისა და მსახიობის ნიკო გომელაურის სკულპტურა “თავისუფლების” მეტროსადგურის ზედა მხარეს 2015 წელს დაიდგა და იქვე მოეწყო მისი სახელობის სკვერი. სკულპტურა ძველი უნივერმაღის შენობის სიახლოვეს იდგა.

შენობის რეკონსტუქცია 2016 წელს დაიწყო, როდესაც თანაინვესტირების ფონდმა იქ სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისის” მშენებლობა წამოიწყო. სავაჭრო ცენტრი 2017 წლის ნოემბრის ბოლოს გაიხსნა, თუმცა რეკონსტრუქციის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com