ახალი ამბებისაზოგადოება

თბილისის მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა

31 იანვარი, 2018 • 1724
თბილისის მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა

თბილისის მეტროპოლიტენის ორ სადგურში, “გურამიშვილსა” და “სამგორში” მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეწყდა.

ეს გადაწყვეტილება თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო. მერიის განმარტებით, სამუშოები იქამდე შეჩერდება, სანამ სარეაბილიტაციო სამუშაოების ექსპერტულ შეფასებას არ დადებენ.

30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა.

 ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი