ახალი ამბებიეკონომიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი – საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის

31 იანვარი, 2018 • 3021
ზურაბ ჭიაბერაშვილი – საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის

“ევროპული საქართველოს” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა უმუშევრობას გაზრდის. ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, 25 ან თუნდაც 45 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ე.წ. ღირსეულ პენსიას ვერ უზრუნველყოფს.

“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით- ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით,”-აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საპენსიო შენატანი განსაკუთრებით მძიმედ დააწვება მცირე და საშუალო ბიზნესს.“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი