ახალი ამბებისაზოგადოება

ვარკეთილის მეტროსადგურმა, სადაც ჭერი ჩამოიშალა, მუშაობა განაახლა

31 იანვარი, 2018 • 1905
ვარკეთილის მეტროსადგურმა, სადაც ჭერი ჩამოიშალა, მუშაობა განაახლა

ვარკეთილის მეტროსადგურმა, სადაც გუშინ, 30 იანვარს ჭერი ჩამოვარდა, დღეს, დილის 6 საათიდან მუშაობა განაახლა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია და მგზავრებს ვარკეთილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე მგზავრობა შეუძლიათ.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, რათა დღეიდან შეუფერხებლად გაეგრძელებინა მეტროსადგურს მუშაობა.

კომპანიის ცნობით, სრულად ჩამოიხსნა დაზიანებული ჭერის დარჩენილი ნაწილი და ქვედა ვესტიბიული გასუფთავდა. 

30 იანვარს, 10:30 საათზე, სადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა. სადგური მგზავრებისთვის დაიხურა და მეტრო სადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სამგორამდე“ მოძრაობდა.

 ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში. ადგილზე მისული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.მეტროსადგურის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი