ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ქოჯატეპეს მეჩეთს ეწვია და მინარეთზეც იმყოფებოდა

28 აგვისტო, 2013 • • 971
ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ქოჯატეპეს მეჩეთს ეწვია და მინარეთზეც იმყოფებოდა

 

“ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი მეჩეთს – ქოჯატეპეს მეჩეთს ეწვია. მეჩეთში ირაკლი ღარიბაშვილს იმამი შეხვდა. იმამმა სპეციალურად შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ლოცვა აღავლინა. იმამმა მინისტრს საპატიო სტუმრის სტატუსით მეჩეთი დაათვალიერებინა და მინარეთზე აიყვანა.

დღეს მინისტრმა თურქეთის კრიმინალური პოლიციის ლაბორატორია დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტსაც ეწვია და საჩვენებელ წვრთნებს დაესწრო. ამის შემდეგ შს მინისტრი თურქეთის ეროვნული პოლიციის კინოლოგიის ცენტრს ესტუმრა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერთან და თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორ მეჰმეტ კილიჩლართან. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვევა თურქეთის ეროვნული პოლიციის აკადემიას და გაეცნობა მის სასწავლო პროცესს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი 29 აგვისტოს დასრულდება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი