ახალი ამბები

სკოლა, ბაღები და სხვა ობიექტები, რომლებიც “ყვარელრემმშენმა” გაარემონტა

30 იანვარი, 2018 • 4211
სკოლა, ბაღები და სხვა ობიექტები, რომლებიც “ყვარელრემმშენმა” გაარემონტა

კომპანია “ყვარელრემმშენი”, რომლის მიერ გარემონტებულ ვარკეთილის მეტროსადგურში დღეს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა,  ოცამდე ტენდერშია გამარჯვებული.  მეტეროსადგურების გარდა   კომპანიამ სკოლისა და რამდენიმე საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და სამშენებლო სამუშაოები განახორციელა.

აღნიშნული ტენდერები კომპანიამ 2011–2018 წლებში მოიგო:

[checklist]

  • ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის” მე-3 და მე-5 კორპუსების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულებაა 212937 ლარი.
  • შსს. ცურტაველის ქუჩა N29-ში შსს ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტის მოწყობის, ყაზარმის სარემონტო სამუშაოების და ქ. თბილისში, კ. ჩალაძის ქ. N1-ში მდებარე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და ტერიტორიაზე გადახურული ფარდულის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. 152 610 ლარია ხელშეკრულების ღირებულება.
  • თბილისის N 160–ე საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება 66000 ლარია. იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სასწავლო ცენტრის აუზის გათბობა. ხელშეკრულების ღირებულებაა 13 469 ლარი.
  • სოფლების, მთისძირისა და ალმატის საჯარო სკოლების კარის ჩარჩოების მონტაჟისა და შენობის დასრულების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 119270 ლარი.
  • სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლის გათბობის ქვაბის მონტაჟი. ხელშეკრულების ღირებულება – 26 000 ლარი
  • სოფელ ჭიკაანის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება – 170000 ლარი
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის ღობის დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 20 000 ლარი.
  • იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ფილიალის ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულების ღირებულება – 11800 ლარი.
  • შსს–ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი – ელექტროგაყვანილობის, თერმოიზოლაციის, თაბაშირ-მუყაოს ფილების მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 4899 ლარი.
  • სოფელ კუჭატნის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 9 953 ლარი
  • ყვარლის კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 11 000 ლარი.
  • სოფელ გავაზის საბავშვო ბაღის და ყვარლის მედიაცენტრის 2 ოთახის გარემონტება. ხელშეკრულების ღირებულება – 38 999 ლარი.
  • ყვარლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება – 289 177 ლარი.
  • ყვარლის კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება – 68100 ლარი
  • თბილისის N 160–ე საჯარო სკოლის შენობის დასრულების სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება 66000 ლარია. იუსტიციის სასწავლო ცენტრი – სასწავლო ცენტრის აუზის გათბობა. ხელშეკრულების ღირებულებაა 13 469 ლარი.

[/checklist]

დღეს, 30 იანვარს, დილით, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოვარდა, რის გამოც 14 ადამიანი დაშავდა.  ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

მეტროსადგურის რეაბილიტაცია, სადაც ინციდენტი მოხდა,  2016 წლის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაიხსნა. მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 347 848 ლარი დაიხარჯა, სამშენებლო სამუშაოები კომპანია “ყვარელრემმშენმა” შეასრულა.

მეტროსადგური “ვარკეთილი” დროებით დაიკეტა. მატარებლები მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან” “სამგორამდე” მოძრაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი