ახალი ამბები

რა ხდებოდა ვარკეთილის მეტროში ნგრევის შემდეგ – თვითმხილველის კადრები

30 იანვარი, 2018 • 4637
რა ხდებოდა ვარკეთილის მეტროში ნგრევის შემდეგ – თვითმხილველის კადრები

მეტროსადგურ ვარკეთილში ვიდეოკადრები მარი იმერლიშვილმა გადაიღო. თვითმხილველი მეტროს ვაგონში იმყოფებოდა, როცა ნგრევა დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.

“მეტრო ახალი მოსული იყო, ორი წუთის შესულები ვიყავით შიგნით.რაღაც ხმა გავიგე, მთლიანი ჭერი ჩამოვარდა. ერთი ბიჭი ვაგონიდან გამოვიდა შეეშინდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. შიგნით მოჰყვა, შემდეგ ნელ-ნელა გამოგვიყვანეს,” – ამბობს მარი.

[red_box]ნგრევა მეტროსადგურ ვარკეთილში – უახლესი ამბები[/red_box]

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა. 2016 წლის ბოლოს მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება დაიწყო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე, სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეტროსადგურ ვარკეთილში მომხდარზე გამოძიება 240–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევაs სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი