ახალი ამბები

მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

30 იანვარი, 2018 • 4824
მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ოთხი დაშავებული ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქედან ორის მდგომარეობა მძიმეა. კიდევ 3 დაშავებული თბილისის ზღვის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულია სულ 11 ადამიანი. დანარჩენი ადამიანების ადგილსამყოფელს ნეტგაზეთი არკვევს.

დღეს, 30 იანვარს, დაახლოებით 10:40 საათზე, მეტროსადგურ ვარკეთილის ჭერი ჩამოინგრა. 2016 წლის ბოლოს მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და დახრილი გვირაბის განახლება დაიწყო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. ასევე, სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი