თბილისის მერიამ 2018 წელს გასამართი კონცერტებისა და ღონისძიებებისთვის 1 539 950 ლარი გამოყო

თბილისის მერიამ უკვე გააფორმა 1 539 950 ლარის ღირებულების 8 ხელშეკრულება, რომლებიც  2018 წელს კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვისთვისაა განკუთვნილი.

  • შპს “ლუმა დეველოპმენტი” – სცენის, პოდიუმების, საგრიმიოროსა და ფონის კონსტრუქციების მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება – 282 900 ლარი.
  • შპს “ტიტანი”  – მცირე კონცერტების მოსაწყობად თბილისში სცენების დამონტაჟება. ხელშეკრულების ღირებულება – 192 000 ლარი.
  • შპს “მს ლაითს” – სცენისა და კონცერტისთვის საჭირო განათება. ხელშეკრულების ღირებულება – 298 009 ლარი.
  • Geovoice – გახმოვანებისთვის საჭირო აპარატურა. ხელშკრულების ღირებულება – 175 000 ლარი
  • Geovoice– სცენის გადახურვა. ხელშეკრულების ღირებულება 159 500 ლარი.
  • len & kompani – სასცენო გადახურვა და კოშკები. ხელშეკრულების ღირებულება – 204 100 ლარი.
  • იამზე მიქაძე – ღონისძიებისთვის სპეცეფექტისა და მხატვრული ფოიერვერკების მოწყობა. ხელშეკრულების ღირებულება – 78 441 ლარი.
  • შპს “დგგდ” – ღონისძიებების ჩატარების პარალელურად ბიოტუალეტებს დაამონტაჟება. ხელშეკრულების ღირებულება – 150 000 ლარი.

ამ სახელმწიფო შესყიდვებს არ აქვთ მითითებული, თუ როდის და რომელი ღონისძიების ჩატარების პასუხისმგებლობას იღებენ. ხელშეკრულებების მიხედვით, მათ მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტის თუ ღონისძიების ორგანიზებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com