ახალი ამბებირეკლამა

რეკომენდაციები, თებერვლის პირველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი უიქენდის მოწყობისთვის

29 იანვარი, 2018 • 2415
რეკომენდაციები, თებერვლის პირველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი უიქენდის მოწყობისთვის

ზამთარში განტვირთვისა და დასვენების საუკეთესო საშუალება გახლავთ თოვლიან მთებში წასვლა.

ეს ნებისმიერი ადამიანისთვის არის გარემოს შეცვლის, სუფთა ჰაერის ჩაყლაპვის, დასვენებისა და კარგი განწყობის შექმნის არაჩვეულებრივი საშუალება.

თანაც ქართველებს ძალიან დიდი ფუფუნება გვაქვს გუდაურისა და ბაკურიანის სახით, რომელთა ლოკაციაც საოცრად ხელსაყრელია დედაქალაქთან სიახლოვის გამო.

სასიხარულო ამბავია ისიც, რომ თუ უიქენდის თოვლიან მთებში გატარების სურვილი გაქვთ, არ არის საჭირო დიდი ხარჯების გაწევა, რადგან არსებობს ხანმოკლე და დაბალფასიანი ტურებიც.

მაგალითად, უახლოესი უიქენდისთვის, თქვენ შეგიძლიათ, რომ შეარჩიოთ:

არჩევანი N1 – ერთდღიანი ტურები გუდაურსა და ბაკურიანში

გუდაურში 13 ლარად შეგიძლიათ მოიწყოთ დასვენების დღე 4 თებერვალს.

ტური დილის 8-ის ნახევარზე დაიწყება და საღამოს 11 -ის ნახევარზე დასრულება.

მისი ორგანიზატორია ტურ-ოპერატორი „ჰისთორი ოფ ჯორჯია“

ამავე დღეს, ბაკურიანის ტურს, 15 ლარად გთავაზობთ რედ ფოქს თრეველი.

მისი არჩევის შემთხვევაში, ბაკურიანში დილის 7 საათზე გაემგზავრებით.

ტური კი საღამოს 10 -ის ნახევარზე დასრულდება.

არჩევანი N2 – ორდღიანი ტური და ორმაგი სიამოვნება

3 და 4 თებერვალს, ბაკურიანში, ორდღიანი ტურის მოწყობას კი 65 ლარად შეძლებთ მოგზაურთა კლუბ „კარავთან“ ერთად.

ფასში შედის ტრანსპორტირება, სასტუმროში განთავსება, ფოტოგადაღება და ფასდაკლება თხილამურების გასაქირავებელ პუნქტში.

კარავის მიერ ორგანიზებული ტური შაბათს, 3 თებერვალს დილის 8 საათზე დაიწყება და კვირას, საღამოს 6 საათზე დასრულდება.

უიქენდის ხევსურეთში გატარებას გთავაზობთ ტურ -ოპერატორი ტაო კლარჯეთი.

ტურის საფასური გახლავთ 125 და 150 ლარი.

ფასში შედის ტრანსპორტირება, სასტუმროს ხარჯი, ორჯერადი კვება, გიდის მომსახურება და მუზეუმების ბილეთები.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, საშუალება გექნებათ, რომ დაათვალიეროთ:

[checklist]

  • შატილის კოშკები
  • ანატორის აკლდამები;
  • მუცო
  • ვაჟა ფშაველას სახლმუზეუმი
  • კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • ლებაისკარის ციხე
  • კისტანის ციხეები
  • შატილი

[/checklist]

სხვა ტიპისა და სხვა ხანგრძლივობის ზამთრის არდადეგების შესახებ რეკომენდაციები შეგიძლიათ მიიღოთ vivus ge -ს ბლოგის მიერ მომზადებული სტატიიდან: ონლაინ სესხი არდადეგებისთვის და დასვენება თებერვალში.

აღნიშნული სტატიიდან თქვენ მიიღებთ რეკომენდაციებს:

[checklist]

  • საზღვარგარეთ, მთაში, საუკეთესო კურორტებზე დასვენების შესახებ;
  • თებერვლის თვეში დაგეგმილი ფესტივალებისა და დღესასწაულების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინსპირაცია მოგზაურობისთვის;
  • თებერვლის თვეში დაგეგმილი ფესტივალებისა და დღესასწაულების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გახდეს ინსპირაცია მოგზაურობისთვის;
  • ზამთრის არდადეგების პლიაჟზე გატარების შესახებ;
  • ზამთრის არდადეგების საქართველოს მთებში (გუდაური, ბაკურიანი და თეთლუნდი) გატარების შესახებ;
  • თქვენთვის სასურველი არდადეგების მოსაწყობად საჭირო თანხის ან თანხის ნაწილის სწრაფად და მარტივად მოპოვების შესახებ;

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი