ახალი ამბები

ადიგენის გამგებელი ახალციხის იზოლატორშია გადაყვანილი

27 აგვისტო, 2013 • • 1263
ადიგენის გამგებელი ახალციხის იზოლატორშია გადაყვანილი

როგორც “ნეტგაზეთს”  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსსხურში აცნობეს, სიმონ პარუნაშვილს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლით (სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 342 მუხლით (სამსახურეობრივი გულგრილება) .

 

როგორც პრსსამსახურში განმარტეს, გამგებელი ადიგენში მიმდინარე მოვლენებიოს გამო  დააკავეს. სიმონ პარუნაშვილი ამ დროისათვის გადაყვანილია ახალციხეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში და მისი სასამართლო პროცესი 48 საათში გაიმართება. 

 

სიმონ პარუნაშვილი 2009 წლიდან არის ადიგენის გამგებელი და, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, არ შეცვლილა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ნაციონალურ მოძრაობის წევრია ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეც. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი