ღია წერილი საქართველოდან აშშ-ის მაუწყებელთა მმართველ საბჭოს რადიო „თავისუფლების“ შესახებ

მწერლები, მთარგმნელები, მსახიობები, უფლებადამცველები – სხვადასხვა სფეროში მოღვაწე საქართველოს მოქალაქეები ღია წერილით მიმართავენ აშშ-ის მაუწყებელთა მმართველ საბჭოს რადიო “თავისუფლების” ქართულ სამსახურთან დაკავშირებით.

“ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების შესახებ. მოგმართავთ თქვენ, აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრებს, თხოვნით, თავიდან აგვაცილოთ ასეთი ცვლილებები, არ დაუშვათ ისეთი ქმედებები, რადიო თავისუფლების ზუსტად განსაზღვრულსა და ქართული საზოგადოებისთვის ჰაერივით საჭირო სარედაქციო პოლიტიკას რომ შეცვლის, ან თუნდაც ოდნავ დააკარგვინებს მიუკერძოებლობის იმ ხარისხს, რომელიც მას სრულიად გამოარჩევს ქართულ მედიასივრცეში და რომელსაც ეფუძნება მისი პრესტიჟი და მუშაობის გამორჩეული სტილი”, – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც 100 ხელმომწერი ჰყავს.

წერილის ავტორები გულისხმობენ 23 იანვარს გაჟონილ ინფორმაციას, რომელიც შეეხება რადიო თავისუფლების მენეჯმენტის ზეწოლას ქართული სამსახურის თანამშრომლებზე. ამ თემაზე რადიო “თავისუფლების” ქართულმა სამსახურმა განმარტებაც გაავრცელა.

აქვე გთავაზობთ იმ წერილის სრულ ტექსტს, რომლითაც აშშ-ის მაუწყებელთა მმართველ საბჭოს მიმართავენ საქართველოდან.


საქართველოს კულტურისა და მეცნიერების სფეროებში მომუშავეების, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების

ღია წერილი აშშ-ის მაუწყებელთა მმართველ საბჭოს

ასლები:

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს;

თეთრი სახლის გენერალური ინსპექტორის ოფისს

 

რადიო თავისუფლება ის იშვიათი მედიასაშუალებაა, რომელიც საზოგადოებას მუდამ აწვდის გაწონასწორებულსა და ობიექტურ ინფორმაციას, ცდილობს, საზოგადოებაში არსებული ყველა მწვავე პრობლემის გაშუქებას და გაანალიზებას, გამოირჩევა თავისუფალი აზრის გამოხატვისა და მაყურებელთან, მსმენელთან თუ მკითხველთან კომუნიკაციის მრავალფეროვნებით.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება იოლი არასოდეს ყოფილა და დღესაც პრობლემურია, დიდწილად გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა განიცდის ობიექტური, ანალიტიკური, მაღალპროფესიული ჟურნალისტიკის მწვავე დეფიციტს. ზედაპირული ემოციებით, წინასწარი განწყობილებებითა და მიზანმიმართული ტენდენციურობით გამსჭვალული მედია ხშირად საქართველოსა თუ მთელს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს რეალურად კი არ ასახავს, არამედ გვთავაზობს დამახინჯებულ, არასრულყოფილ სურათს, რაც პოსტსაბჭოთა ტრავმებით დაღდასმულ საზოგადოებას თვითგამორკვევას ურთულებს.

ჩვენთვის − ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის,  უფლებადამცველებისთვის, კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის − რადიო თავისუფლების ენა არის ის ენა, რომელზეც, ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ლაპარაკობდეს მედიასაშუალება, თუკი გვინდა, არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება სასიკეთოდ შეიცვალოს. ჩვენ გვესმის რადიო თავისუფლების ენის, ვუსმენთ მას და შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ამ ენის ჩამოყალიბებაში.

რადიო თავისუფლება ჩვენთვის ძალიან ძვირფასი სივრცეა პირველ რიგში იმიტომ, რომ ის სრულიად დისტანცირებულია ყველა პოლიტიკური ძალისგან და პრინციპულად აშუქებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამასთანავე, ის გვთავაზობს უნიკალურ მრავალფეროვან ფორუმს ისეთი თემების ფართო სპექტრზე სიღრმისეულად სამსჯელოდ, როგორებიცაა მსოფლიოსა თუ საქართველოს ხელოვნებისა და სამეცნიერო სფეროებში მიმდინარე დისკუსიები, ჩვენს ქვეყანაში არსებული უმწვავესი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები. რადიო თავისუფლება არასოდეს ერიდება საზოგადოებაში ტაბუდადებულ თემებზე საუბარს, სისტემატურად გვიამბობს უმცირესობათა პრობლემატიკაზე და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი სატკივარი. რადიო თავისუფლების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დღეს, „გამოგონილი ამბების“ ეპოქაში, რასაც საქართველოს შემთხვევაში ემატება მიზანმიმართული და განსაკუთრებით ინტენსიური რუსული პროპაგანდა.

დარწმუნებული ვართ, რომ, თუკი ეს ხმა გაქრა ან ოდნავ მაინც გადაიხარა ტენდენციურობისკენ, ეს დიდ ზიანს მიაყენებს საქართველოს საზოგადოებას, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და მისთვის ბევრი თემა გაუგებრობითა და ბუნდოვანებით არის მოცული.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის ხელმძღვანელობის შესაძლო ცვლილების შესახებ. მოგმართავთ თქვენ, აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრებს, თხოვნით, თავიდან აგვაცილოთ ასეთი ცვლილებები, არ დაუშვათ ისეთი ქმედებები, რადიო თავისუფლების ზუსტად განსაზღვრულსა და ქართული საზოგადოებისთვის ჰაერივით საჭირო სარედაქციო პოლიტიკას რომ შეცვლის ან თუნდაც ოდნავ დააკარგვინებს მიუკერძოებლობის იმ ხარისხს, რომელიც მას სრულიად გამოარჩევს ქართულ მედიასივრცეში და რომელსაც ეფუძნება მისი პრესტიჟი და მუშაობის გამორჩეული სტილი.

ქართულ საზოგადოებას სჭირდება რადიო თავისუფლება სწორედ ისეთი, როგორიც არის, უკვე არსებული აქცენტებისა და პრინციპების კიდევ უფრო მეტად გამახვილებითა და გამყარებით.

პატივისცემით,

 

  1. ზაზა აბაშიძე, ისტორიკოსი         
  2. ნუცა ალექსი-მესხიშვილი, კინორეჟისორი
  3. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე   
  4. დიანა ანფიმიადი, პოეტი, მთარგმნელი.     
  5.  ლია ბაგრატიონი, მხატვარი
  6. ბესო ბარათაშვილი, მსახიობი.
  7. შალვა ბაკურაძე, პოეტი
  8. ლუკა ბაქანიძე, მწერალი
  9. იდა ბახტურიძე, ქალთა უფლებების დამცველი
  10. ნათია ბენაშვილი, მხატვარი
  11. ლევან ბერიანიძე, ადამიანის უფლებათა დამცველი.
  12. ზაირა ბერელიძე, გალერისტი.
  13. ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი
  14. ნინო ბოლქვაძე, ლგბტ აქტივისტი.
  15. ელენე (პეპი) ბოჭორიშვილი, მწერალი
  16. ლევან ბრეგაძე, კრიტიკოსი
  17. ნინო ბურდული, მსახიობი.
  18. ანა გაბელაია, კურატორი
  19. ნინო გამისონია, ფემინისტი, აქტივისტი.
  20. გიორგი გეგეჭკორი, მხატვარი
  21. გიორგი გვახარია, ექიმი.
  22. არჩილ გიორგობიანი, კომპოზიტორი.
  23. დალილა გოგია, მთარგმნელი
  24. გია გოკიელი, მთარგმნელი.
  25. მაგდა გურული, კურატორი
  26. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
  27. ლექსო დორეული, კრიტიკოსი.
  28. ნიკოლაი დროზდოვი, რეჟისორი
  29. ეკა ელოშვილი, სპორტის მენეჯერი.
  30. გია ეძგვერაძე, მხატვარი
  31. გიგა ზედანია, ფილოსოფოსი.
  32.  ავთანდილ ვარსიმაშვილი, რეჟისორი
  33. ვახტანტ ვისოცკი, არქიტექტორი.
  34. ვანიკო თარხნიშვილი, მსახიობი.
  35. ლევან თუთბერიძე, რეჟისორი
  36. შოთა იათაშვილი, პოეტი
  37. დალი იაშვილი, მთარგმნელი
  38. ეკა იმერლიშვილი, ფემინისტრი, მკვლევარი.
  39. ნატო ინგოროყვა, პოეტი
  40. ალექსანდრე კარტოზია, გერმანისტი
  41. იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი
  42. ვახტანგ კახიძე, მუსიკოსი.
  43. ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი
  44. რეზო კიკნაძე, მუსიკოსი
  45. დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი
  46. მანანა კოზაკოვა-წულაძე, მსახიობი.
  47. აიუნონა გურული, მწერალი, მთარგმნელი.
  48. მაკა ლდოკონენი, მწერალი
  49. ნიკოლოზ ლეგაშვილი, უფლებადაცმველი.
  50. ანა ლობჟანიძე, უფლებადამცველი.
  51. გიორგი ლობჟანიძე, მწერალი, მთარგმნელი.
  52. ირაკლი ლომოური, მწერალი
  53. გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი.
  54. ეკა მაზმიშვილი, თეატრის მოღვაწე.
  55.  გოგი მარგველაშვილი, რეჟისორი
  56. გიორგი მარგიშვილი, არქიტექტორი
  57. გოგი მიქელაძე, ექიმი.
  58. თამარ მელიქიშვილი, ხელოვნებათმცოდნე
  59. დეა მეტრეველი, ფილოლოგი.
  60. ნატა მურვანიძე, მსახიობი.
  61. გაგა ნიჟარაძე, ფსიქოლოგი.
  62. გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი
  63. მერაბ ნინიძე, მსახიობი.
  64. ლალი პერტენავა, ხელოვნების ისტორიკოსი
  65. კოკა რამიშვილი, მხატვარი
  66. ზვიად რატიანი, პოეტი
  67. დავით რობაქიძე, პოეტი
  68. ნინო სადღობელაშვილი, მწერალი
  69. ნიკა სამუშია, მთარგმნელი
  70.  ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
  71. ლია ტაბატაძე, უფლებადამცველი
  72. ნინო ტლაშაძე, უფლებადამცველი.
  73. ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი
  74. მერაბ ფიფია, მთარგმნელი
  75. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
  76. არჩილ ქიქოძე, მწერალი
  77. ყარამან ქუთათელაძე, მხატვარი
  78. ბექა ქურხული, მწერალი
  79. ნინო ღვედაშვილი, უფლებადამცველი.
  80. გია ყანჩელი, კომპოზიტორი.
  81. პაატა შამუგია, პოეტი
  82. ელდარ შენგელაია, რეჟისორი.
  83. შოთა შველიძე, კონფლიქტოლოგი.
  84. ირმა შიოლაშვილი, პოეტი
  85. ალეკო შუღლაძე, მწერალი
  86. ბელა ჩეკურიშვილი,პოეტი
  87. ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მთარგმნელი
  88. თემურ ჩხეტიანი, პოეტი
  89. ქეთი ცხაკაია, მსახიობი.
  90. ალეკო ცქიტიშვილი, უფლებადამცველი.
  91. კოკა ცხვედიანი, მხატვარი
  92. ლევან წულაძე, რეჟისორი
  93. თემურ ჭიჭინაძე, მსახიობი.
  94. მალხაზ ხარბედია, კრიტიკოსი
  95. ლევან ხუჯაძე, არტ-მენეჯერი
  96. კატო ჯავახიშვილი, პოეტი
  97. კოტე ჯანდიერი, მწერალი
  98. კოტე ჯინჭარაძე, მხატვარი
  99. ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი
  100. გვანცა ჯობავა, გამომცემელი
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი