ახალი ამბები

საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვია

29 იანვარი, 2018 • 1479
საქართველოს ლიტვის პრემიერ-მინისტრი ეწვია

დღეს, 29 იანვარს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი. მას საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ორი ქვეყნის პრემიერებს შორის დაგეგმილია გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაც.

კოლეგის გარდა, ლიტვის პრემიერი შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან გეგმავს. 30 იანვარს ლიტვის პრემიერი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გაემგზავრება, შემდეგ კი, ფრეზეთში იძულებით გადაადგილებულთა დასახლებას მოინახულებს. ვიზიტის ფარგლებში საულიუს სკვერნელისი გმირთა მემორიალსაც მოინახულებს.

სკვერნელისის ვიზიტის პროგრამა კულტურულ ნაწილსაც მოიცავს: ლიტვის პრემიერი საქართველოში სტუმრობისას ძველ თბილისსა და მცხეთის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.

ვიზიტი 30 იანვარს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი