ახალი ამბები

ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და საცხოვრისის მართვა – პრობლემები და გამოწვევები

26 იანვარი, 2018 • 3624
ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და საცხოვრისის მართვა – პრობლემები და გამოწვევები

„საცხოვრისის პოლიტიკა, მდგრადი მართვის პრაქტიკა, ენერგოეფექტურობა და დაფინანსება: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები, ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებებისა და ხელმისაწვდომი დაფინანსების პერსპექტივები” – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს, 26 იანვარს სასტუმრო “იოტა თბილისში” გამართულ კონფერენციაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ვლადიმერ ვარდოსანიძის განცხადებით, საქართველოში საცხოვრისის სფერო სისტემურ რეფორმას საჭიროებს.

„სახელმწიფომ უნდა აღიაროს ამ პრობლემის არსებობა, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და შექმნას პოლიტიკური დოკუმენტი,” – ამბობს ვლადიმერ ვარდოსანიძე.

საცხოვრისის მართვის, შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის და ზოგადად, ენერგოეფექტური სანაციის შედეგად, შესაძლებელია ენერგიისა და გაზის მოხმარება 40 პროცენტით შემცირდეს, რაც თავის მხრივ ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით, საქართველოს ევალება ენერგიის მოხმარებაში ეკონომიიის გაკეთება და მდგრადი განვითარების რელსებზე გადასვლა ევალება. ამიტომ, . მნიშვნელოვანია განვითარდეს ენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროები, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია. ენერგოეფექტურობა ქვეყნის გონივრული არჩევანია,” – განაცხადა ზაალ ხელაძემ, „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის” ხელმძღვანელმა.

კონფერენცია გაიმართა პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში“ ფარგლებში.

„დღევანდელი კონფერენცია არის შემაჯამებელი ღონისძიება პროექტისა რომილიც ხორციელდებოდა საქართველოს სამ დიდ ქალაქში -თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. ამ დროის განმავლობაში გამოვლინდა არაერთი პრობლემა, რომელზეც ერთიდ მხივ უნდა იმუშაოს სახელმწიფო ორგანოებმა, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა რათ შეიქმნას საცხოვრისის მართვის ეფექტური სისტემა. დღის წესრიგში დგას არაერთი საკითხი – მრავალბინიანი სახლების მართცის გაუმჯობესება, ენერგო ეფექტურობა, დაფინანსების სისტემის თანამედროვე მოდელებზე გადასვლა რაშიც ყველა მხარი მონაწილეობა აუცილებელია” – ამბობს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის წარმოამდგენელი, ნათია აფხაზავა.

პროექტი ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი და ის გერმანიასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოში – თბილისი, ბათუმი და ქუთაისი) 2015 წლის იანვრიდან ხორციელდება. პროექტის წამყვანი პარტნიორია გერმანული ორგანიზაცია – ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO). პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საბინაო სექტორის გადაწყვეტილებების მიღებაში. პროექტი 2018 წლის 31 იანვარს სრულდება. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“, ქუთაისში – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ბათუმში – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი