ახალი ამბებიეკონომიკა

“თელია” თანახმაა, “ჯეოსელი” სილქნეტს” მიჰყიდოს

26 იანვარი, 2018 • 3524
“თელია” თანახმაა, “ჯეოსელი” სილქნეტს” მიჰყიდოს

“ჯეოსელის” მფლობელი კომპანია “თელია” თანახმაა, “ჯეოსელი” სილქნეტს” მიჰყიდოს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მათი მიზანია, ეტაპობრივად დატოვონ ევრაზია და ფოკუსირება მოახდინონ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის რეგიონებზე.

“თელია კომპანია (Telia Company) თანხმდება გაასხვისოს თავისი წილი შპს „ჯეოსელში“ Fintur Holdings BV (ფინტური), რომელსაც ერთობლივად ფლობენ თელია კომპანია (Telia Company) და თურქსელი (Turkcell), დათანხმდა მიჰყიდოს შპს „ჯეოსელში“ თავისი 100%-იანი წილი ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას სს „სილქნეტს,”-წერია განცხადებაში.

“ჯეოსელის” შესაძლო ყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “სილქნეტმა დღეს გაავრცელა. “სილქნეტის” ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ შესყიდვა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. გარიგების ღირებულება 153 მლნ. აშშ დოლარია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ საკითხზე მათთან განაცხადი ჯერ არ შესულა.

„სილქნეტმა“ ფუნქციონირება 2010 წლიდან  რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად დაიწყო. “თელიას” ინფორმაციით, კომპანია საქართველოს ფიქსირებული ქსელის უმსხვილესი ოპერატორია და მისი
საბაზრო წილი საქართველოს ინტერნეტბაზარზე  41%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი