ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, შსს–ს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მაჩალიკაშვილი იწვა, როდესაც ესროლეს

26 იანვარი, 2018 • 2190
ადვოკატის თქმით, შსს–ს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მაჩალიკაშვილი იწვა, როდესაც ესროლეს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შემდეგ გარდაცვლილ თემირლან  მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ შსს–ს ექსპერტიზით მიხედვით, მაჩალიკაშვილს მაშინ ესროლეს, როდესაც ლოგინში იწვა.

მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შსს–მ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა 2 დღის წინ მიაწოდა დაცვის ხმარეს, რომლიდანაც მისთვის საინტერესო 2 დეტალი გამოიკვეთა:

[checklist]

  • მაჩალიკაშვილს არ ესროლეს ახლო მანძილიდან, ახლო მანძილად მიიჩნევა (120 სმ)
  • მაჩალიკაშვილს ესროლეს ზემოდან ქვემოთ

[/checklist]

კუბლაშვილი აცხადებს, რომ მაჩალიკაშვილს დაახლოებით ოთახის კარიდან ესროლეს. ადვოკატი არ ეთანხმება მტკიცებას, რომ მაჩალიკაშვილს ვერ დააკავებდნენ, რადგან მან ხელყუმბარა გახსნა.

“ნამდვილად განხორციელდა მისი დაკავება და სიცოცხლის ბოლო წუთამდე თავზე ედგა დაცვა. მეორე ფაქტი, წამოდგომა და ადგილიდან განძრევა ვერ მოახერხა. ზუსტად იმ მდგომარეობაში იყო, რა მდგომარეობაშიც იწვა”, – აცხადებს ადვოკატი.

კუბლაშვილი აცხადებს, რომ თავადაც ჩაატარებს ალტერნატიულ ექსპერტიზას. დაცვის მხარემ უკვე შეისწავლა ადგილზე გადაღებული ფოტოები. ადვოკატის თქმით, მაჩალიკაშვილის ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა და თავის ქალიდან ამოუღეს რკინის ნაწილაკი, რომელიც დალუქულია შემდეგი ექსპერტიზისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი