ახალი ამბები

ადვოკატი: გოგიტა დალაქიშვილის თქმით, მისი დაკავება შეცდომაა

25 იანვარი, 2018 • 2323
ადვოკატი: გოგიტა დალაქიშვილის თქმით, მისი დაკავება შეცდომაა

“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი საკუთარ დაკავებას შეცდომას უკავშირდებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ჭკადუა “კურიერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ის საქმის მასალებს არ იცნობს და დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას გაუგებრობას უკავშირებს:

“არ გვაქვს ინფორმაცია, რეალურად რა მოხდა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა გოგიტაze დაყrდნობით, რომელიც ამბობს, რომ გარკვეულ შეცდომასთან გვაქვს საქმე” – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი ირმა ჭკადუა ფოტო: “რადიო თავისუფლება”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გოგიტა დალაქიშვილს ფულის სანაცვლოდ სხვისი საუბრის უკანონოდ ჩაწერა სურდა, რის გამოც პოლიცiის თანამშრომლებმა დააკავეს. პოლიციის ცნობით, ბრალდება, რომელსაც მას ედავებიან, 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დაჰპირდა მოქალაქე დ.ე-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა დალაქიშვილი თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა.

გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ბრალდებით მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი