გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

“ყველა ერთისთვის” – პარლამენტთან ბახალას მხარდამჭერი აქცია იმართება[ფოტო/ვიდეო]

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გიორგი გიორგანაშვილის(ბახალა) მხარდამჭერი  აქცია დაიწყო. “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მხარდამჭერები დაკავებულის გათავისუფლებასა და არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, სასამართლო გიორგანაშვილს იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. ისინი დაკავებულის გათავისუფლების გარდა საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯასაც ითხოვენ.

ორგანიზატორები საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართავენ და დაკავებულის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნული მოთხვნით ინტერნეტში ელექტრონული პეტიცია 23 იანვარს განთავსდა ვებ-გვერდზე და ამ დროისთვის მას ხელს 1100-ზე მეტი ადამიანი აწერს.

გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტთან. ფოტო: მარიამ ბოგვერაძე/ნეტგაზეთი

23 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შორენა გუნცაძემ ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 0.3726  გრამი ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზეც. ადვოკატის თქმით, “ბახალას” ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან გიორგანაშვილის დაკავების ინტერესი ის იყო, რომ პოლიცია სხვა საქმესთან თანამშრომლობას სთხოვდა, ასევე, ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რის შესახებაც არაფერი იცოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან