ახალი ამბები

კვირიკაშვილი: შევარდნაძის სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება

25 იანვარი, 2018 • 2879
კვირიკაშვილი: შევარდნაძის სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის სახელი მსოფლიოს დიდ პოლიტიკოსთა შორის დარჩება.

ედუარდ შევარდნაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ შევარდნაძის ქმდებებმა საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების შესაძლებლობებს ჩაუყარა საფუძველი.

“ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება პრაღის 2002 წლის ნოემბრის ნატოს სამიტზე ოფიციალურად გაცხადებული სურვილი გაწევრების თაობაზე. ედუარდ შევარდნაძე იყო მნიშვნელოვანი წარმომადგენელი მე-20 საუკუნის მსოფლიო პოლიტიკოსთა იმ თაობისა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ცივი ომის დასრულების, ბერლინის კედლის დანგრევისა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების საქმეში,”-წერია განცხადებაში.

ედუარდ შევარდნაძე (1928-2014) საქართველოს მეორე პრეზიდენტი 1995-2003 წლებში იყო. მან პოლიტიკური საქმიანობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიწყო. 1985-1990 წლებში იყო საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საბჭოთა საქართველოში. ედუარდ შევარდნაძე 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი