ახალი ამბებისაზოგადოება

გურჯაანის ბაზარში ყველისა და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

25 იანვარი, 2018 • 1649
გურჯაანის ბაზარში ყველისა და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში ყველისა და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

სააგენტოს ცნობით, ჩატარებული შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის  განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება.

სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა თელავის აგრარული ბაზარიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი