ახალი ამბები

პრემიერი: ახალი სარეზერვო სისტემით მოქალაქე არ მოწყდება სამოქალაქო აქტივობას

25 იანვარი, 2018 • 1647
პრემიერი: ახალი სარეზერვო სისტემით მოქალაქე არ მოწყდება სამოქალაქო აქტივობას

სამხედრო სარეზერვო სისტემის ცვლილების შესახებ დღეს, 25 იანვარს, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქმედი რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა სერიოზულ გარდაქმნასა და დახვეწას საჭიროებს.

პრემიერიერის თქმით, თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალ კონცეფციაში, სამობილიზაციო რეზერვთან ერთად, აქტიური რეზერვის სამი სახე არის გათვალიწინებული – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი.

“ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული ახალი კონცეფციის მიხედვით, ეს არის – ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ჩვენ ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ თავისი ადგილი ამ სისტემაში ისე მოძებნოს, რომ ის არ მოწყდეს სამოქალაქო აქტივობას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი” – განმარტავს გიორგი კვირიკაშვილი. 

მისივე თქმით, საპარლამენტო განხილვები დღეიდან დაიწყება და განხილვაში ჩაერთვებიან როგორც პარლამენტის წევრები, ასევე ამ მიმართულების ექსპერტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი