ახალი ამბებისამართალი

ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეეფარდა

24 იანვარი, 2018 • 2231
ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ ანატოლი ბერძენიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

“მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ დღეის მდგომარეობით საკმაოდ მაღალი იყო საფრთხეები ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, მტკიცებულებათა მოპოვების ხელის შეშლის და მიმალვის. შესაბამისად, ამ საფრთხეების აღკვეთას ვერ უზრუნველყოფდა ვერც ერთი ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ვიდრე არის პატიმრობა,”-განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ნინო ხონჯუამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანატოლი ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით 22 იანვარს დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბერძენიშვილმა ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს საზღვრის გადმოკვეთაში დახმარება გაუწია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად განსაზღვრულია 17-დან 20-წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი