ახალი ამბებისამართალი

საია “ბახალას” საქმეზე: განაჩენის მიღებამდე მოსამართლეს საკონსტიტუციოსთვის უნდა მიემართა

24 იანვარი, 2018 • 1821
საია “ბახალას” საქმეზე: განაჩენის მიღებამდე მოსამართლეს საკონსტიტუციოსთვის უნდა მიემართა

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ არსებობდა ძლიერი არგუმენტები,იმასთან დაკავშირებით, რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენს არაპროპორციულ და, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო სასჯელს.

საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი #2 ცხრილის 29-ე გრაფის თანახმად, 0,12 გრამიდან ზემოთ ბუპრენორფინი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. შესაბამისად, 0,3726 გრამი ბუპრენორფინის შენახვა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა. ამ ნორმით სანქციის მინიმალური ზომაა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაქსიმალური ზომა- 20 წელი ან უვადო თავისუფლების აღკვეთა და ეს ნორმა გამორიცხავს განსაკუთრებით დიდ ოდენობად მიჩნეული ნარკოტიკული საშუალების შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას.

“მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 265 გრამი კანაფის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციულ და არაკონსტიტუციურ სასჯელად არ მიიჩნია, ამის მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასჯელის მინიმალურ და მაქსიმალურ ზომაზე – თავისუფლების აღკვეთაზე ექვსიდან თორმეტ წლამდე. სწორედ იმის გამო, რომ შეუძლებელია იყო 6 წელზე ნაკლები ვადით ადამიანისათვის თავისუფლების აღკვეთა და, იმავდროულად, უფრო მძიმე დანაშაულებისათვისაც კი შედარებით მსუბუქი სასჯელები იყო დადგენილი, 265 გრამი კანაფის შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევა: ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმადჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებარამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვიაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდეგაუპატიურება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდეხოლო ყაჩაღობისთვის სანქციის სახედ დაწესებულია ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთაეს იმ ქმედებათა მცირე ჩამონათვალიარომლებიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე წარმოადგენს გაცილებით უფრო საშიშ ქმედებებს და უკავშირდება უფრო დიდი ზიანის დადგომასვიდრე იმ ოდენობის კანაფის დათესვა და მოყვანარომელიც აჩენს მისი გავრცელების ავტომატურ საფრთხეს. ანალოგიურად, 0,37 გრამ ბუპრენორფინის შენახვა წარმოადგენს უფრო მსუბუქ დანაშაულს, ვიდრე ყაჩაღობა და გაუპატიურება. ამის მიუხედავად, 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე ყაჩაღობა და გაუპატიურება. “-წერია განცხადებაში.

საიას ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ  მოსამართლეს გამოეტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ 0,37 გრამი ბუპრენორფინის შენახვისათვის თუნდაც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა წინააღმდეგობაში მოსულიყო კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტთან.

,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, ის შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს,-წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მოსამართლის წარდგინება იმით განსხვავდება მოქალაქის კონსტიტუციური სარჩელისაგან, რომ მოსამართლე ვერ დაადგენს განაჩენს იმ დრომდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლის წარდგინებასთან დაკავშირებით.

“მოქალაქის სარჩელის შემთხვევაში საერთო სასამართლო არ არის ვალდებული დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციური განაჩენი შესაძლოა წინ უსწრებდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად უფრო გამართლებული იქნებოდა, თავად მოსამართლეს მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარდგინებით, ვიდრე გიორგანაშვილს შეეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისათვის ლოდინი, რაც შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს, არ გამოიწვევდა წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის დარღვევას იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გიორგი გიორგანაშვილის მიმართ პატიმრობა არ იყო გამოყენებული,”-ნათქვამია განცხადებაში.

საია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე არ შეაჩერა საქმის განხილვა და წარდგინებით არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. ამასთანავე, საიაში განმარტავენ, რომ სანამ ხელმისაწვდომი არ იქნება განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, ორგანიზაცია თავს შეიკავებს განაჩენის სამართლებრივი შეფასებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი