„კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას საწარმოო პროცესი შეუჩერეს

„თბილისი მოლში“მდებარე „კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინფორმაციით, მათ არაგეგმური ინსპექტირება რამდენიმე  ადამიანის  შესაძლო საკვებით მოწამვლის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული  შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს. შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად,”კარფურს” საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.